მენიუ

ფილმის „გამაგრდით, არხოტიონნო“ ჩვენება

30 Ноября 2023

ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის ავტორობით გადაღებული ფილმი გვიამბობს არხოტის ხეობაზე, იქ არსებული სოფლების ისტორიაზე, არხოტელების წეს-ჩვეულებაზე, კულტურასა და ზეპირსიტყვიერებაზე
ფილმის „გამაგრდით, არხოტიონნო“ ჩვენება

28 ნოემბერს, SANGU-ს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „გამაგრდით, არხოტიონნო“ ჩვენება გაიმართა.

ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის ავტორობით გადაღებული ფილმი გვიამბობს არხოტის ხეობაზე, იქ არსებული სოფლების ისტორიაზე, არხოტელების წეს-ჩვეულებაზე, კულტურასა და ზეპირსიტყვიერებაზე.

ფილმი, რომელშიც მაყურებელი წარსულის რჩეულ არტეფაქტებს დიდი რაოდენობით იხილავს, ბესიკ გაფრინდაშვილის რეჟისორობითაა გადაღებული, პროექტის ხელმძღვანელია ლია ტოკლიკიშვილი.

ფილმის ჩვენებას კინოკრიტიკოსები, მწერლები, მოწვეული სტუმრები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა