მენიუ

შეხვედრა USAID-ის წარმომადგენლებთან

06 Декабря 2023

2023 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი შეხვდა USAID-ის წარმომადგენლებს
შეხვედრა USAID-ის წარმომადგენლებთან

2023 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი შეხვდა USAID-ის სტრატეგიისა და პროგრამების ოფისის მრჩეველს, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებში მიქაელ ბეიკერს და USAID-ის კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების პროგრამის ხელძღვანელს ქრისტინე ნაჭყებიას.

შეხვედრას ესწრებოდნენ - პროფესორი ირაკლი ბრაჭული, SANGU-ს რექტორი, თამაზ ვაჩაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ინგა ნაფეტვარიძე, სტრატეგიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მენეჯერი, პროფესორი კობა გელაშვილი, კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამების და კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, კახაბერ რევაზიშვილი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების რეგულირების სამსახურის უფროსი და კახაბერ იაკობიშვილი, უნივერსიტეტში სრულუფლებიანი წარმომადგენლის თანაშემწე.

მხარეებმა განიხილეს კიბერუსაფრთხოების განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, SANGU-სა და NKU-ს კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო, ერთობლივი, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის დანერგვის გამოცდილება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები.

შეხვედრის ფარგლებში დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა