მენიუ

სერტიფიცირებული კურსები უფროსკლასელებისთვის

18 Декабря 2023

22 დეკემბერს, 19:00 საათზე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი თორნიკე შურღულაია გამართავს ონლაინ სერტიფიცირებულ კურსს: „რა არის პოლიტიკა“ და „რა არის ევროპა“.

22 დეკემბერს, 19:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი თორნიკე შურღულაია უფროსკლასელებს (IX-XII კლასის სკოლის მოსწავლეებს) გაუწევს მენტორობას დიდი ბრიტანეთის Open University-ის მიერ შემუშავებულ პროფესიულ სერტიფიცირებულ კურსებს: „რა არის პოლიტიკა“ და „რა არის ევროპა“.

კურსის ფარგლებში:

  • შეისწავლით რა არის პოლიტიკა: პოლიტიკის არსი, პოლიტიკური ასპექტები, პერსპექტივები პოლიტიკაში.
  • შეისწავლით ევროპის პოლიტიკურ სისტემას და ინსტიტუტებს.
  • დეტალურად გაეცნობით ელექტრონული კურსის სპეციფიკას და პორტალის მუშაობის პრინციპებს.


წინასწარი რეგისტრაციის ბმული: https://cutt.ly/8wSslEXy
კურსის წარმატებით დასაძლევად, სასურველია ფლობდეთ ინგლისური ენის B1 დონეს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: t.shurghulaia@sangu.edu.ge
შეხვედრა ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
ონლაინ შეხვედრის ბმული: https://cutt.ly/VwSslGzS
შეხვედრის ხანგრძლივობა: 90 წუთი.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა