მენიუ

მასტერკლასი თემაზე: „კარიერული გზამკვლევი“

20 Декабря 2023

მასტერკლასი სერტიფიცირებული კარიერის კონსულტანტმა, ევროსაბჭოს ახალგაზრდული პროექტების კოორდინატორმა თამთა უგულავამ წარმართა
მასტერკლასი თემაზე: „კარიერული გზამკვლევი“

18 დეკემბერს, SANGU-ს დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით სერტიფიცირებული კარიერის კონსულტანტმა, ევროსაბჭოს ახალგაზრდული პროექტების კოორდინატორმა თამთა უგულავამ გაიმართა მასტერკლასი თემაზე: „კარიერული გზამკვლევი“.

მასტერკლასის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ პროფესიული უნარების და შესაძლებლობების შესახებ ანალიზი, გაცნობოდნენ მიზნის დასახვისა და მიღწევის პრაქტიკულ ტექნიკებს, შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებსა და ტენდენციებს, კონკურენტული რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შედგენის ფორმებსა და წარმატებული გასაუბრების ტექნიკები.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიული არჩევანის ან კარიერული ცვლილებების დაგეგმარების შესახებ დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა