მენიუ

ტრენინგი: ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია კლასში

11 Марта 2024

ტრენინგი განკუთვნილია მხოლოდ SANGU-ს მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულთათვის. დამსწრეთა ადგილები შეზღუდულია

SANGU-ს მასწავლებელთა ჰაბის ორგანიზებით 14, 15 და 16 მარტს გაიმართება უფასო ტრენინგი "ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია კლასში".

ტრენინგი განკუთვნილია მხოლოდ SANGU-ს მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულთათვის.

გაითვალისწინეთ, ადგილები შეზღუდულია. ტრენინგზე დასწრებას შეძლებს პირველი 15 დარეგისტრირებული მსმენელი! რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3TwoLpm


ტრენერები:

  • ხატია ცოცხალაშვილი - სპეციალური განათლების მაგისტრი
  • თეონა თარგამაძე - სპეციალური განათლების მაგისტრი


ტრენინგის მიზნობრივი ჯგუფი:

საგნის მასწავლებლები, სპეციალური განათლების მასწავლებლები, სკოლის დამხმარე სპეციალისტები, მშობლები, მეტყველების თერაპევტები და ბავშვთან მომუშავე ყველა სხვა პირი, რომელიც დაინტერესებულია დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციით და ინტერვენციის დაგეგმვით;


ტრენინგ-მოდულის მისაღწევი საბოლოო შედეგები:

ტრენინგის მონაწილე:

  1. განსაზღვრავს ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის რაობას და მახასიათებლებს;
  2. განსაზღვრავს, რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ენაზე დაფუძნებულ დასწავლის სირთულეს მოსწავლის წიგნიერების, საკომუნიკაციო უნარებსა და ქცევით-ემოციურ სფეროზე;
  3. გაანალიზებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ენობრივი დასწავლის მქონე მოსწავლის რაც შეიძლება ადრეული იდენტიფიკაცია პრევენციისათვის;
  4. სასკოლო სივრცეში LLD-ის მქონე მოსწავლის პირველადი ნიშნების იდენტიფიკაციისთვის ,,დისლექსია/LLD-ის ადრეული ნიშნების საიდენტიფიკაციო „ჩეკლისტის“ გამოყენება
  5. LLD-ის მქონე მოსწავლე ენობრივი უნარების შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით ისწავლის ინტერვენციის გეგმის შედგენას და მის პრაქტიკაში გამოყენებას;
  6. გაეცნობა და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს ადაპტაციის ხერხებს ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლესთან.


ტრენინგის ფორმატი, ხანგრძლივობა და დროში განაწილება:

ტრენინგი გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც აუდიტორიაში, ასევე ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. ხანგრძლივობა შეადგენს 10 საკონტაქტო საათს. მოდულს ეთმობა 3 დღე, პირველი და ბოლო შეხვედრა 2 საათი, ხოლო მეორე 4 საათი. ჯგუფის საჭიროებიდან გამომდინარე დასაშვებია დღეების და საათების სხვაგვარი განაწილებაც.

  • 14 მარტი (ონლაინ); 16:00 - 18:00 სთ.
  • 15 მარტი (ფიზიკურად); 15:00 - 19:00 სთ.
  • 16 მარტი (ონლაინ); 16:00 - 18:00 სთ.

 

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა