გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

ბატონ ალექს დანიელის ვიზიტი SANGU-ში

07 Июня 2024

ქართულმა უნივერსიტეტმა საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს: ბ-ნ ალექს დანიელს, ქ-ნ სოფიო ბზიშვილს და საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ქ-ნ ნინო ჩინჩალაძეს უმასპინძლა
ბატონ ალექს დანიელის ვიზიტი SANGU-ში

2024 წლის 7 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს - საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელ, ბ-ნ ალექს დანიელს, საელჩოში უმაღლესი განათლების პროგრამების ხელმძღვანელ ქ-ნ სოფიო ბზიშვილს და საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ქ-ნ ნინო ჩინჩალაძეს უმასპინძლა.

ისინი უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა მიიღეს.

სტუმრები ასევე კიბერუსაფრთხოების ქართულ-ამერიკული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს და საქართველოში ვიზიტად მყოფ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ, რომლებიც SANGU-ში ლექცია-სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ორკვირიან ინტენსიურ კურსს ატარებენ.

ბატონმა ალექს დანიელსმა სტუდენტებს პროგრამის წარმატებით დასრულება უსურვა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა