გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

საჯარო ლექცია: "ერეკლე II-ის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შეფასებისათვის“

09 Октября 2024

22 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება პროფესორი ვახტანგ გურულის საჯარო ლექცია თემაზე "ერეკლე II-ის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შეფასებისათვის"

2024 წლის 22 ოქტომბერს, 13:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის ილია მართლის სახელობის სხოდმათა დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე ,,ერეკლე II-ის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შეფასებისათვის“, რომელსაც გაუძღვება პროფესორი ვახტანგ გურული.

ლექციის პირველ ნაწილში საუბარი იქნება იმაზე, თუ რამ განაპირობა თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის პროირანული საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია და როგორი იყო მისი შედეგები. ლექციის მეორე ნაწილი დაეთმობა საკითხს - რამ განაპირობა ქართლ-კახეთის სამეფოს პროირანული საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის პრორუსულით შეცვლა და როგორი იყო მისი შედეგები.

 

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა