გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

სანგუს დელეგაცია აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე იმყოფება

11 Октября 2024

სანგუს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე იმყოფება და შეხვედრებს ატარებს პარტნიორ - ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) წარმომადგენლებთან
სანგუს დელეგაცია აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე იმყოფება

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (სანგუს) დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე იმყოფება და შეხვედრებს ატარებს პარტნიორ - ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) წარმომადგენლებთან, ახალი თანამშრომლობების შესაძლებლობებზე და მიმდინარე პროგრამების წარმატებულ გაგრძელებაზე საუბრის მიზნით.

სანგუსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის წარმატებული თანამშრომლობა ზრდის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, კულტურულ გაცვლას და საქართველოში მაღალი ხარისხისა და უნიკალური პროგრამების ხელმისაწვდომობას. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პარტნიორობის კავშირების განმტკიცების მიმართულებით, რაც მომავალში მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

 
გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა