მენიუ

SANGU-მ საერთაშორისო პარტნიორთა ქსელი გააფართოვა

18 Октября 2024

მიმდინარე წლის განმავლობაში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რაც სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებასა და განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს
SANGU-მ საერთაშორისო პარტნიორთა ქსელი გააფართოვა

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა (SANGU) მიმდინარე წლის განმავლობაში გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რაც სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებასა და განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს.

მემორანდუმები გაფორმდა შემდეგ პარტნიორებთან:

  • ბულგარეთი: Higher School of Security and Economics - HSSE
  • რუმინეთი: Petroleum-Gas University of Ploiesti
  • ნორვეგია: University of Oslo (Faculty of Law)
  • იტალია: University of Naples L’Orientale

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მოიცავს როგორც აკადემიურ, ასევე სამეცნიერო თანამშრომლობას, მათ შორის კონკრეტული აქტივობებისა და პროექტების ხელშეწყობას.

მემორანდუმები ითვალისწინებს:

  • ერთობლივი სასწავლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას;
  • სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლების წახალისებას;
  • ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და განხორციელებას;
  • საჯარო ლექციებისა და კონფერენციების ორგანიზებას;
  • საგრანტო კონკურსებში ერთობლივი მონაწილეობის გაძლიერებას და სხვა აქტივობებს.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში SANGU აძლიერებს საკუთარ საერთაშორისო პარტნიორთა ქსელს, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, მიიღონ უკეთესი გამოცდილება, განავითარონ კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებები, და ხელი შეუწყონ ახალი იდეების გენერირებასა და დანერგვას.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა