გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

სპეციალური მასწავლებლების ტრენინგი SANGU-ში!

29 Ноября 2024

28 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, SANGU-ს მასწავლებელთა ჰაბის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სპეციალური მასწავლებლის როლი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფში“
სპეციალური მასწავლებლების ტრენინგი SANGU-ში!

28 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, SANGU-ს მასწავლებელთა ჰაბის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სპეციალური მასწავლებლის როლი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფში“, რომელსაც უძღვებოდა ნათია ნიაური, SANGU-ს სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი.
ტრენინგზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა:

  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის პრინციპები
  • პრიორიტეტული სასწავლო მიზნები
  • MTSS სისტემის დონეები
  • გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმები
  • სპეც. მასწავლებლის პორტფოლიოს მნიშვნელობა


ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს „სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიო“, „ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია და ინტერვენცია“, მეგობართა წრე - ეფექტური ინტერვენცია სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად“ ტრენინგები გადაეცათ სერტიფიკატები, რაც მათი პროფესიული განვითარებისაკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

SANGU განაგრძობს ინკლუზიური განათლების მხარდაჭერას და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტრენინგებს სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა