მენიუ

"გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“

09 Декабря 2024

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს პროექტს თემაზე: "გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“.
"გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს თემაზე: "გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“.

აღნიშნულ პროექტში SANGU-ს სამართლის პროგრამის კოორდინატორის, ქეთევან ხურცილავას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ სამართლის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები: ქეთევან მუკბანიანი და ლუკა ქარდავა. მათ წარმატებით გადალახეს პროექტის წერილობითი ნაწილი და გადავიდნენ ზეპირ რაუნდში. 16-18 დეკემბერს გაიმართება იმიტირებული პროცესის ზეპირი რაუნდები.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს შემდგომ რაუნდში გადასვლას და მორიგ წარმატებას ვუსურვებთ.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა