მენიუ

SANGU-ს დელეგაცია აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე იმყოფება

22 Февраля 2025

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დელეგაცია, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობის ხელმძღვანელობით, აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტით იმყოფება
SANGU-ს დელეგაცია აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე იმყოფება

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დელეგაცია, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობის ხელმძღვანელობით, აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტით იმყოფება.

დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტი ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებით დაიწყო.

ვიზიტი გრძელდება პარტნიორ - ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) წარმომადგენლებთან, ახალი თანამშრომლობების შესაძლებლობებზე და მიმდინარე პროგრამების წარმატებით გაგრძელების მიზნით.

SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის წარმატებული და უნიკალური თანამშრომლობა ზრდის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, კულტურულ გაცვლას და საქართველოში მაღალი ხარისხისა და უნიკალური პროგრამების ხელმისაწვდომობას.

აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების მიმართულებით, რაც მომავალში მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა