მენიუ

აღმოაჩინე შენი პროფესია: ადვოკატი

05 Марта 2025

პროექტის "აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, 2025 წლის 13 მარტს, 17:00 საათზე, IX-XII კლასის მოსწავლეებს გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც დაეხმარებათ იურიდიული პროფესიის უკეთ გაცნობასა და კარიერული არჩევანის გაკეთებაში
აღმოაჩინე შენი პროფესია: ადვოკატი

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, 2025 წლის 13 მარტს, 17:00 საათზე,  IX-XII კლასის მოსწავლეებს გიწვევთ ტრენინგზე, რომელიც დაეხმარებათ იურიდიული პროფესიის უკეთ გაცნობასა და კარიერული არჩევანის გაკეთებაში.

ტრენინგი განკუთვნილია IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის. 

ტრენინგის ფარგლებში ქეთევან ხურცილავა ისაუბრებს ისეთ თემებზე როგორიცაა:

  • ადვოკატის როლი და საქმიანობის სპეციფიკა – პროფესიული ფუნქციები და სამუშაო გარემო
  • სამუშაო პროცესები და პროფესიული პასუხისმგებლობები – საქმეების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა და სასამართლო პროცესები
  • ადვოკატისთვის აუცილებელი უნარები და კომპეტენციები – კრიტიკული აზროვნება, მოლაპარაკების ტექნიკა და ანალიტიკური მიდგომა
  • პროფესიის დასაწყებად საჭირო ნაბიჯები – იურიდიული განათლების ეტაპები, სტაჟირება და ლიცენზირების პროცესი
  • ადვოკატის პროფესიული ეთიკის პრინციპები – ეთიკური სტანდარტები და სამართლის სფეროში პასუხისმგებლობა


ტრენინგზე დასასწრებად, გთხვოთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/BhFU1LcJFC1nYiMG7

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა