გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი

05 Марта 2025

კომპიუტერული მეცნიერების და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ცხადდება ღია კონკურსი პროფესორის 2 და ასოცირებული პროფესორის 2 აკადემიურ თანამდებობაზე (აფილირების პირობით)

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს კომპიუტერული მეცნიერების და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით პროფესორის ორ და ასოცირებული პროფესორის ორ აკადემიურ თანამდებობაზე (აფილირების პირობით);

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 7 და 8 აპრილი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.


საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსის ჩატარება განახორციელოს (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2025 წლის 9 აპრილიდან, ხოლო  შედეგები წარმოადგინოს არაუგვიანეს 17 აპრილისა.



1. პროფესორის
აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.


თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

  1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
  2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
  4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
  5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
  7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.


2. ასოცირებული პროფესორის
აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული სკანონმდებლო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორის  აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

  1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
  2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
  4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
  5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
  7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები. 


3. პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

  1. უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
  2. უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  3. შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  4. უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  5. უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

4. პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

  1. უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  2. უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  3. სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  4. უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  5. უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის წინამდებარე ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.


5. როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

  • უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში მიღებული განათლება
  • ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროს საფუძვლიანი ცოდნა
  • სასწავლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება
  • ფონდების მოძიების მიმართულებით გამოცდილება
  • საერთაშორისო პროექტებში/პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (არანაკლებ B2 დონე).

 
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  • ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროს საფუძვლიანი ცოდნა
  • სასწავლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება
  • სწავლება-სწავლის და შეფასების თანამედროვე მეთოდების ცოდნა
  • სასწავლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავების და სწავლების გამოცდილება
  • საერთაშორისო სასწავლო პროექტებში/პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (არანაკლებ B2 დონე). 


ამავდროულად აკადემიურ პერსონალს უნდა გააჩნდეს ინტერპერსონალური (ინიციატივის გამოვლენა; თანამშრომლობა; მხარდაჭერა; მოლაპარაკება; დარწმუნება; გავლენა; მოტივირება;  ლიდერობა), ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის და მართვის უნარები.

 

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  2. ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
  7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; (ბოლო 5 წლის)
  9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
  13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან/და ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
  14. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
  15. დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შეასაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  16. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.

 

მიმაგრებული დოკუმენტაცია: 

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა