მენიუ

თურქეთის სასტიპენდიო პროგრამა

18 Марта 2025

თურქეთის სასტიპენდიო საზაფხულო კვლევის პროგრამა - Türkiye scholarship summer research program განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს კვლევითი მიმართულებები.

თურქეთის სასტიპენდიო საზაფხულო კვლევის პროგრამა - Türkiye scholarship summer research program განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს კვლევითი მიმართულებები. დაინტერესებულ სტუდენტებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ონლაინ შემდეგი ელ. ბმულის მეშვეობით: https://pure.sabanciuniv.edu/node/add/application.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს მ.წ 26 მარტი - 11 აპრილის პერიოდში.

დამატებით გაცნობებთ, რომ თურქული მხარე გამარჯვებულ სტუდენტებს დაუფინანსებს სწავლის, ფრენის, საბანჯის უნივერსიტეტის კამპუსში განთავსებისა და სოციალურ-კულტურული აქტივობების ხარჯებს. ასევე, უნივერსიტეტი სტუდენტებს გამოუყოფს ყოველთვიურ სტიპენდიას 9000 თურქულ ლირას.

დეტალური ინფორმაცია საზაფხულო კვლევითი პროგრამის თაობაზე ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: https://pure.sabanciuniv.edu

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა