მენიუ

SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა ფართოვდება

25 Июня 2025

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციის სანგუში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ახალ მემორანდუმს, რომელიც ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას ითვალისწინებს.
SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა ფართოვდება

SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა ფართოვდება

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ახალ მემორანდუმს, რომელიც ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სანგუში დამფუძნებლის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ ირაკლი ბრაჭულმა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ინფორმატიკის კოლეჯის დეკანმა, პროფესორ კევინ კირბიმ.

დოკუმენტი ეფუძნება უკვე არსებულ წარმატებულ პარტნიორობას SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის და ქმნის მყარ საფუძველს, რათა თანამშრომლობა მომავალშიც კიდევ უფრო ინტენსიური, მასშტაბური და შედეგზე ორიენტირებული გახდეს.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა