გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

სანგუს კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტები GITA-ს ტექნოპარკში

23 Декабря 2025

კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ და შემეცნებით ვორქშოფში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA), ტექნოპარკის სივრცეში.
სანგუს კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტები GITA-ს ტექნოპარკში

სანგუს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფში GITA-ს ტექნოპარკში

დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ და შემეცნებით ვორქშოფში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA), ტექნოპარკის სივრცეში.

ვორქშოფი ორ ეტაპად ჩატარდა და მოიცავდა ფაბლაბის საინფორმაციო ტურსა და Hardware პროდუქტის პროტოტიპირების თემაზე პრეზენტაციას. სტუდენტები გაეცნენ ფაბლაბის შესაძლებლობებს, თანამედროვე საწარმოო დანადგარებსა და რეალურ Hardware პროექტებს.

განხილული იყო Hardware პროდუქტის პროტოტიპირების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპები. ასევე, სტუდენტებმა დეტალურად გაიცნეს სასწავლო საგანი „Hardware პროდუქტის პროტოტიპირება“, რომლის დანერგვაც იგეგმება სანგუს კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

ვორქშოფმა ხელი შეუწყო სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას და მათ პროფესიულ განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში.

 
გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა