მენიუ

ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში

25 Февраля 2026

სანგუში გაიმართა პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“ მეორე შეხვედრა თემაზე „ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საბანკო ასოციაციის წარმომადგენლები.
ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში

პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“ ფარგლებში მეორე შეხვედრა გაიმართა

პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“ ფარგლებში 24 თებერვალს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა მეორე შეხვედრა უფროსკლასელებისთვის თემაზე „ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში“.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე, ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია, ESG მიმართულების კოორდინატორი ლევან გოგოლაძე და კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი ინგა ქარჩავა.

მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საბანკო სექტორის განვითარების ტენდენციების, ფინანსური ინსტიტუტების როლის, ESG მიმართულებით კარიერული შესაძლებლობებისა და კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და უშუალოდ ესაუბრათ დარგის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ქვიზი, რომლის გამარჯვებულებს საქართველოს საბანკო ასოციაციისა და სანგუს სახელით გადაეცათ ბრენდირებული საჩუქრები.

სანგუ მადლობას უხდის საქართველოს საბანკო ასოციაციას თანამშრომლობისთვის, მოწვეულ სპიკერებს პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის და მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის.

 
გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა