მენიუ

თბილისის საკრებულოში სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

12 Февраля 2026

თბილისის საკრებულოში გაიმართა სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება.
თბილისის საკრებულოში სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდ...

თბილისის საკრებულოში სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება. ღონისძიების ფარგლებში შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ გამარჯვებულ გუნდებსა და 14 მონაწილე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებს. დაჯილდოების ფარგლებში ჯილდო გადაეცა სანგუსაც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, მერიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, სანგუს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ნიკოლოზ კოკაია და სტუდენტები.

ტურნირი ორ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ერთმანეთს ცოდნასა და გუნდურ მუშაობაში გაუწიეს კონკურენცია. ინიციატივამ ჯამში 100-ზე მეტი ახალგაზრდა გააერთიანა.

ტურნირის მიზანია ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავება, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარება და არგუმენტირებული დისკუსიის კულტურის დამკვიდრება.

პროექტი განხორციელდა თბილისის საკრებულოსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით, დედაქალაქის მერიისა და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მხარდაჭერით, სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით.

 
გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა