მენიუ

Erasmus+ პროგრამის ონლაინ ვებინარები სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის

01 Апреля 2026

6 აპრილს Erasmus+-ის ეროვნული ოფისი ESN-თან ერთად გამართავს ორ ონლაინ ვებინარს, სადაც მონაწილეები გაეცნობიან პროგრამის შესაძლებლობებს და მოისმენენ რეალურ გამოცდილებებს.

Erasmus+ პროგრამის ონლაინ ვებინარები სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის

Erasmus+-ის ეროვნული ოფისი, ESN-თან ერთად, 2026 წლის 6 აპრილს უმასპინძლებს ონლაინ შეხვედრებს სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის.

შეხვედრებზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, მოისმინონ პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების გამოცდილებები და დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.

შეხვედრებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

I ვებინარი - Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობები სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის
თარიღი: 6 აპრილი, 2026
ფორმატი: ონლაინ (Google Meet პლატფორმა)
დრო: 12:00-13:00
სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/LwuDSMLLWv2mtCWe8

II ვებინარი - გამოცდილების გაზიარება, როგორ მივიღოთ მონაწილეობა Erasmus+ პროგრამაში
თარიღი: 6 აპრილი, 2026
ფორმატი: ონლაინ (Google Meet პლატფორმა)
დრო: 13:30-14:00
სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/DeqPRTKhBdoMxM5p9

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა