სანგუში ვახტანგ ბუცხრიკიძის საჯარო ლექცია გაიმართება
4 მაისს, 16:00 საათზე, სანგუში გაიმართება საჯარო ლექცია პროფესიული არჩევანის, კარიერული განვითარების და თიბისი ჯგუფის განვითარების ისტორიის შესახებ.
4 მაისს, 16:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია, სადაც თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ისაუბრებს პროფესიული არჩევანისა და კარიერული განვითარების შესახებ, ამ გზაზე მთავარ მოტივაციასა და გამოწვევებზე და თიბისი ჯგუფის განვითარების ისტორიაზე.
ადგილი: წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
დასწრება თავისუფალია.
