მენიუ

ახალი წიგნის "იმიტომ რომ სახლია შენი" წარდგინება

08 Апреля 2019

ქართულ უნივერსიტეტში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, არქიმანდრიტ ადამის წიგნის "იმიტომ რომ სახლია შენი" წარდგინება გაიმართა

2019 წლის 4 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, არქიმანდრიტ ადამის (ახალაძე) ახალი წიგნის "იმიტომ რომ სახლია შენი" წარდგინება.


საღამო შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, მამა ადამის შემოქმედებაზე ისაუბრეს: მაკა ჯოხაძემ, სალომე კაპანაძემ, მარინა ტურავამ, ლევან ბებურიშვილმა, ჯამლეტ ხუხაშვილმა, ელენე სარალიძემ, მამა ადამის ახალი წიგნიდან ნაწყვეტები წაიკითხეს: ვახტანგ ახალაძემ, მაკა შალიკაშვილმა.


ღონისძიების დასასრულს მამა ადამმა მადლობა მოახსენა ყველას მისი შემოქმედების შეფასებისათვის და ისაუბრა თავისი ახალი პროზაული ნაწარმოებების თავისებურებებზე.
 

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა