მენიუ

ისტორიკოსთა კლუბის "ოქროს საწმისის" პრეზენტაცია

17 Октября 2019

2019 წლის 17 ოქტომბერს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიკოსთა კლუბის "ოქროს საწმისი", დაფუძნება.

2019 წლის 17 ოქტომბერს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიკოსთა კლუბის "ოქროს საწმისი", დაფუძნება, პირველი სხდომა მიეძღვნა პროფესორ გურამ ლორთქიფანიძის ხსოვნას.
შეხვედრაზე ახლად დაარსებულ მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს სტუდენტებმა მარიამ ყიფშიძემ და გიორგი მუზაშვილმა. პროფესორი გურამ ლორთქიფანიძე გაიხსენეს: პროფესორებმა ტარიელ ფუტკარაძემ, ნანა გელაშვილმა, ელენე გეგეშიძემ, მარიკა მშვილდაძემ, ლევან ჯიქიამ.
განსვენებულის მცირე პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა გოჩა როგავამ. ოჯახის სახელით ქალბატონმა ნინო კიღურაძე-ლორთქიფანიძემ მადლობა მოახსენა ქართული უნივერსიტეტის რექტორს,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანატს, სტუდენტებს, პროფესორ გურამ ლორთქიფანიძის გახსენებისათვის და ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა მისი წიგნები.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა