მენიუ

,,ფუნდამენტური კვლევებისთვის“ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

05 Февраля 2020

ნინო შიოლაშვილის მიერ წარდგენილმა პროექტმა - „თრუსოს ხეობის დემოგრაფია და მოსახლეობის კულტურული იდენტობები“ გაიმარჯვა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ,,ფუნდამენტური კვლევებისთვის“ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში, ქართული უნივერსიტეტის სახელით, გაიმარჯვა პროფესორ ნინო შიოლაშვილის მიერ წარდგენილმა პროექტმა - „თრუსოს ხეობის დემოგრაფია და მოსახლეობის კულტურული იდენტობები“.


პროექტის განხორციელებაში ნინო შიოლაშვილთან ერთად ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორები: გელა ქისტაური, გვანცა ბურდული, ლია ახალაძე, თამარ ფხალაძე და ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი ოთარ ჟიჟიაშვილი ჩაერთვებიან.


ქართული უნივერსიტეტი პროექტის მონაწილეებს ულოცავს კონკურსში გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა