მენიუ

„საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები“

22 Февраля 2021

22 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა არჩილ კალანდიამ, წაიკითხა საჯარო ლექცია: „საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები“.
„საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები“

22 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის "საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტისა" (სსკი) და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა არჩილ კალანდიამ, წაიკითხა საჯარო ლექცია: „საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები“.
ლექციის შემდეგ ბატონმა არჩილ კალანდიამ უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს, ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ მადლობა მოახსენა მომხსენებელს,საინტერესო ლექციისათვის და ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უნივერსიტეტებთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა