სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები ტარტუს უნივერსიტეტში
26 დეკემბერს, 13:30 საათზე, ქართული უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების კურსდამთავრებული გიორგი მოსულიშვილი გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან
26 დეკემბერს, 13:30 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ქართული უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების კურსდამთავრებული გიორგი მოსულიშვილი, რომელიც ამჟამად სწავლობს ტარტუს უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე “Quantitative Economics”, გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან.
შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან:
- სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე
- როგორ შეავსოთ წარმატებული სააპლიკაციო განაცხადი
- სტიპენდიები და დაფინანსებები
- სტუდენტური ცხოვრება ტარტუში
- დასაქმების პერსპექტივები
დასწრება თავისუფალია.
