გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

ლიეტუვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გამოცხადდა ესეების კონკურსი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" თემაზე

13 Февраля 2019

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების მოქალაქე სტუდენტებს. ესეები უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე.
ლიეტუვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გამოცხადდა ესეების კონკურსი "აღმოსავლეთ პ...

ლიეტუვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გამოცხადდა ესეების კონკურსი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" თემაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების მოქალაქე სტუდენტებს. ესეები უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე.

ესეების გაგზავნის ბოლო ვადაა: 2019 წლის 5 აპრილი (ქართველმა სტუდენტებმა ესეები უნდა გაუგზავნონ ლიეტუვის საელჩოს საქართველოში).

კონკურსში გამოვლინდება 6 გამარჯვებული (ერთი წევრი თითოეული სახელმწიფოდან: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სასომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია), რომლებიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებებს დაესწრებიან და უშუალოდ გაეცნობიან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

კონკურსის პირობების გასაცნობათ გადადით ბმულზე: http://www.urm.lt/eap10

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა