მისია
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი დაფუძნებულია დემოკრატიის, ჰუმანიზმის იდეალებზე და მოწოდებულია, ხელი შეუწყოს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო უნივერსალურ ღირებულებათა ჰარმონიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.
უნივერსიტეტის მისიაა:
- თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, დაიცვას ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მატერიალური და სულიერი ფასეულობები;
- მოამზადოს შრომით ბაზარზე მოთხოვნადი მაღალი დონის სპეციალისტები;
- შექმნას ისეთი სასწავლო შემოქმედებითი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს პიროვნების შემოქმედებითი პოტენციალის სრულ რეალიზებას;
- სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და ინოვაციებისათვის სათანადო პირობების შექმნით მოამზადოს ახალი სამეცნიერო პერსონალი, რომელიც უპასუხებს ქვეყნის წინაშე არსებულ თანამედროვე გამოწვევებს.