ცხადდება რეგისტრაცია და საბუთების მიღება მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ საგნობრივ მიმართულებებზე:
- ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური)
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- მათემატიკა (დაწყებითი საფეხური)
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური)
- გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
- მუსიკა
შეგახსენებთ, #SANGU-ს არაჩვეულებრივ შეთავაზებას:
- სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ადგილების გარდა, SANGU სწავლის წლიური საფასურის 2250 ლარის 40%–ს დაუფინანსებს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე მოხვედრილ ყველა მსმენელს!
პროგრამაზე მიღების ადმინისტრირების ვადები:
- აპლიკანტთა რეგისტრაცია/საბუთების მიღება - 30 აგვისტო - 9 სექტემბერი
- კონკურსანტებთან გასაუბრება - 11-19 სექტემბერი
- გასაუბრების შედეგების გამოცხადება - 21-27 სექტემბერი
- ხელშეკრულებების გაფორმება პროგრამაზე ჩასარიცხ პირებთან - 22-30 სექტემბერი
- რანჟირების ბრძანების გამოცემა - 5 ოქტომბერი
- ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა - 6 ოქტომბერი
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4) CD დისკზე;
- ბაკალავრის ან მაგისტრის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
- ცნობა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან (იმ კანდიდატებს, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ 2023 წელს, შეუძლიათ ცნობის მაგივრად წარმოადგინონ საგამოცდო ბარათი);
- სამხედრო აღრიცხვის ბარათის ასლი (ვაჟებისთვის).
საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 577 31 55 94
რეგისტრაციასთან (საბუთების მიღებასთან) დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 599 90 11 22 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: teachers2023@sangu.edu.ge