ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამა
პროგრამის მიზანი: მსმენელებს ჩამოუყალიბდეთ ადამიანური რესურსების მართვის ფართო ხედვა, რაც გულისხმობს HR სისტემების სწავლებას ბიზნესის განვითარებისა და თანამშრომელთა კეთილდღეობისთვის.
სასწავლო პროცესში გათვალისწინებულია მსმენელების ჩართულობა, რეალური HR პროექტების ანალიზი და პრაქტიკული დავალებები. კურსის ბოლოს თითოეული მონაწილე მოამზადებს შემაჯამებელ პროექტს.
ვისთვის არის პროგრამა განკუთვნილი? როგორც HR პროფესიონალებისთვის, რომლებიც სურთ ცოდნის გაღრმავება, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვინც გეგმავს კარიერის დაწყებას HR სფეროში.
კარიერული მხარდაჭერა: მსმენელები ისარგებლებენ უნივერსიტეტის კარიერული მომსახურებით, მათ შორის სტაჟირების შესაძლებლობებითა და პარტნიორი ორგანიზაციების ვაკანსიებით.
- ხანგრძლივობა: 52 საათი (ლექციები კვირაში ორჯერ, 19:00–22:00)
- სწავლების ენა: ქართული
- ფორმატი: ჰიბრიდული
- ღირებულება: 850 ₾
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 14 მარტი
- სწავლის დაწყება: 2025 წლის 17 მარტი
- ელ. ფოსტა: hrsangu@sangu.edu.ge
დარეგისტრირდით ონლაინ: რეგისტრაციის ფორმა
პროგრამის მოდულები
ადამიანური რესურსების მართვის როლი |
|
რეკრუტმენტი |
|
პოზიციების კატეგორიზაცია და სამუშაო აღწერილობები |
|
საკადრო დოკუმენტაციის მომზადება |
|
საქართველოს შრომის კანონმდებლობა |
|
პერსონალური მონაცემების დაცვა |
|
სამოტივაციო და საბონუსე სისტემები |
|
HR მართვის როლი შრომის უსაფრთხოებაში |
|
თანამშრომელთა შეფასება და HR კვლევები |
|
სერტიფიკატი: კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის ორეროვანი სერტიფიკატი (HRM Certificate).
წინაპირობები: დასაშვებია არაუმეტეს 2 გაცდენისა. საჭირო იქნება შემაჯამებელი პროექტის წარდგენა.
ლექტორები
![]() |
ნატალია მაისურაძე სამართლის დოქტორანტი, HR მიმართულებით 12 წლიანი გამოცდილება. სპეციალიზაცია: ბენეფიტები, ორგანიზაციული კვლევები, პერსონალის შერჩევა. |
![]() |
მარიამ გელაშვილი HR მენეჯერი განათლების სფეროში 5 წლიანი გამოცდილებით. სპეციალიზაცია: ტრენინგები, პერსონალის მართვა. |
![]() |
მარიამ ქვარიანი კარიერული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, კარიერული კონსულტირების 5 წლიანი გამოცდილებით. |