მაგისტრანტობის კანდიდატების მიერ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება რექტორის სახელზე (შემოთავაზებული ფორმით)
- ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების თაობაზე
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, (2022 წლის კურსდამთავრებულებისთვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე)
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
- პირადობის მოწმობა (პასპორტი) - ასლი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებმა) - ასლი
- ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე (გვარისა და სახელის დისკზე მითითებით)
- სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით)
- სამოტივაციო წერილი (თავისუფალი ფორმით) სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
- კონკურსანტის CV (შემოთავაზებული ფორმით) ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
მიმაგრებული დოკუმენტები:
- განცხადება რექტორის სახელზე (ამობეჭდეთ და წარმოადგინეთ ხელმოწერილი დოკუმენტი დასკანირებული სახით)
- განცხადება რექტორის სახელზე კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის აპლიკანტებისთვის (ამობეჭდეთ და წარმოადგინეთ ხელმოწერილი დოკუმენტი დასკანირებული სახით)
- სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა-კითხვარი (სავალდებულოა შეავსოთ როგორც ონლაინ ასევე ფიზიკური რეგისტრაციის მსურველებმა)
- კონკურსანტის CV (ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების პროგრამის აპლიკანტებისთვის)
ონლაინ რეგისტრაციის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: registration@sangu.edu.ge
ონლაინ რეგისტრაციისას აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:
- დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ დასკანირებული სახით
- სრულად ატვირთეთ ყველა საჭირო დოკუმენტი
- სათაურის ველში მიუთითეთ სახელი, გვარი და აკადემიური საფეხური (მაგისტრატურა)