სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
სადოქტორო პროგრამაზე დასაშვებად საჭიროა აპლიკანტს ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული ერთსაფეხურიანი სწავლების დიპლომი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, სოციალურ მეცნიერებებში, სამართლისმცოდნეობაში, თეოლოგიაში. გარდა ამისა, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი პირი კომისიას წარუდგენს კვლევის/შემოქმედებითი კვლევის თეზისს/პროექტს. კონკურსანტს მოეთხოვება შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
აპლიკანტს მოეთხოვება დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე, ან პროგრამით გათვალისწინებული დასავლეთ ევროპული ენებიდან ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე და ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე. ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში კონკურსანტი აბარებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას/ტესტირებას უცხო ენაში.
საქართველოს ისტორიის პრობლემატიკის ზოგადი ცოდნის შეფასება მოხდება გამოცდაზე სკოლაში შექმნილ დარგობრივ კომისიასთან.
დამატებითი მოთხოვნები:
- სამოტივაციო წერილი;
- სავარაუდო საკვლევი თემის კონცეფცია.