დოკუმენტების სია დოქტორანტურაში რეგისტრაციისათვის
1. განცხადება რექტორის სახელზე (შემოთავაზებული ფორმით);
2. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის წარმოდგენილი ასლი შეიძლება იყოს ნოტარიული დამოწმების გარეშე. 2025 წლის კურსდამთავრებულებისათვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე;
3. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
5. გამოქვეყნებული შრომების სია შრომების ქსეროასლებით. კანდიდატს მოეთხოვება შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
6. უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის (არსებობის შემთხვევაში) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. წარმოდგენის და კომისიის შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, დოქტორანტობის კანდიდატი თავისუფლდება გასაუბრებიდან უცხო ენაში;
7. სავარაუდო საკვლევი თემის კონცეფცია;
8. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
9. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის (ვაჟებმა) - ასლი;
10. ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული CD დისკზე;
11. სტუდენტის ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით).