იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრიატის საფეხურის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3.5 და მეტი გაქვს, სამაგისტრო პროგრამებზე შენ მიიღებ SANGU-ს შიდა გრანტს და ისარგებლებ სპეციალური შეთავაზებით:
- საქართველოს ისტორია - წლიური საფასური 2000 ლარი
- ქართული ფილოლოგია - წლიური საფასური 2000 ლარი
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - წლიური საფასური 2000 ლარი
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - წლიური საფასური 3120 ლარი
ქვემოთ მითითებულ პროგრამებზე ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი (მიუხედავად ჯამური ქულათა საშუალო შეწონილისა) ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით:
- სამართალი - წლიური საფასური 2000 ლარი
- საჯარო მმართველობა - წლიური საფასური 2000 ლარი
- კომპიუტერული მეცნიერება - წლიური საფასური 2350 ლარი
ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება ნაკლები 81 ქულაზე.