კომპიუტერული მეცნიერება (მაინორი)
48 ECTS კრედიტიანი კომპიუტერული მეცნიერების დამატებითი (minor) პროგრამის მიზანია სტუდენტს განუვითაროს დაპროგრამების უნარ-ჩვევები და ჩამოუყალიბოს ალგორითმული აზროვნება. კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ისეთ სფეროში, როგორიცაა მართვის სახელმწიფო ორგანოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და საკუთრების სხვადასხვა ორგანიზაციები, სადაც მოითხოვება ინფორმაციის ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებული სპეციალისტები.
- მისანიჭებელი კვალიფიკაცია
დამატებითი სპეციალობა (კვალიფიკაციის მითითების გარეშე) ფიქსირდება უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში - დიპლომში.