განცხადებები

თამარ ჯაფოშვილის სადოქტორო დისერტაციის დაცვა

2019 წლის 27 მაისს, 16:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა.

2019-05-24 08:13:03
"სახელმწიფოსა და ეკლესიის  ურთიერთობა  საქართველოს ისტორიის ჭრილში"

ლიტვაში მოღვაწე ქართველი მღვდელი, მეცნიერი მამა იოსებ ზეთეიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა საქართველოს ისტორიის ჭრილში"

2019-05-17 11:58:16
საქართველოს ეროვნული გმირების - ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია

21 მაისს, 14:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია.

2019-05-16 09:40:41
ისტორიის დოქტორ ჰაიკ ჰაკობიანის საჯარო ლექცია

15 მაისს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, ისტორიის დოქტორი ჰაიკ ჰაკობიანი ქართულ ენაზე წაიკითხავს საჯარო ლექციას „მატადარანში დაცული ქართული წყაროები და მათი მნიშვნელობა საქართველოსთვის“.

2019-05-08 08:07:00
ჰუმანური პედაგოგიკის კლასიკოსის აკადემიკოს შალვა ამონაშვილის საჯარო ლექცია - "ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლები"

2019-05-06 07:24:34
პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნის წარდგენა

7 მაისს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება წიგნის: „სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II ეგზარქოს ვლადიმერის შიდა ქართლში მოგზაურობის შესახებ“ წარდგენა.

2019-05-01 13:04:27
გერმანიის ელჩის საჯარო ლექცია ქართულ - გერმანული ურთიერთობების შესახებ

2019 წლის 2 მაისს, 10:30 საათზე, წმ. ილია მართლის საკონფერენციო დარბაზში ბატონი ჰუბერტ ქნირში გამართავს საჯარო ლექციას.

2019-04-23 08:46:37
აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის იუბილისადმი მიძღვნილი სხდომა

2019 წლის 23 აპრილს,13:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის იუბილისადმი მიძღვნილი სხდომა.

2019-04-15 13:48:37
საქართველოს სახელმწიფო ენის - ქართული ენის - დღეები ქართულ უნივერსიტეტში

14 აპრილი - 18 აპრილი, 2019 წელი

2019-03-29 09:11:56
დიალოგი მხატვრულ ლიტრატურაზე

1 აპრილს, ორშაბათს, 13:00 საათზე ქართულ უნივერსიტეტს ეწვევა ცნობილი ქართველი მთარგმნელი, თინათინ ღარიბაშვილი.

2019-03-27 06:59:33