სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სტუდენტი აღჭურვოს ისეთი ცოდნით, რომელიც კურსდამთავრებულს შესაძლებლობას მისცემს, ჩამოაყალიბოს ახალი, ორიგინალური ხედვები და იდეები ქართველური ენათმეცნიერებისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულებით. მიღებული საუნივერსიტეტო განათლება კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს ფილოლოგიური კვლევა-ძიებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, მისცემს ცალკეული პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების კომპეტენციას.
პროფესორი ლევან ბებურიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი.
დეტალურადსამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობები, მაგისტრატურაში მიღების პროცესის ადმინისტრირების ვადები, გამოცდის საკითხები მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
დეტალურად