მენიუ

საჯარო ლექცია „გენდერული თანასწორობა - მიზანი და გამოწვევები“

17 Мая 2021

21 მაისს, პარასკევს, 16:00 საათზე, გაიმართება საჯარო ონლაინ ლექცია თემაზე: „გენდერული თანასწორობა - მიზანი და გამოწვევები“.

21 მაისს, პარასკევს,  16:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ქ-ნი მანანა კობახიძე წაიკითხავს საჯარო ონლაინ ლექციას  თემაზე „გენდერული თანასწორობა - მიზანი და გამოწვევები“.

 საუბარი იქნება შემდეგ საკითხებზე:

  • თანასწორობის ფუნდამენტური უფლება და გენდერული თანასწორობის არსი, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა-ისტორიული ასპექტები,  ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები საქართველოში; 
  • საერთაშორისო სამართლებრივი  აქტები ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის  დაცვის სფეროში;
  • საქართველოს შიდასამართლებრივი მექანიზმები,  საკანონმდებლო/ ინსტიტუციური ჩარჩო  ქალთა უფლებების დაცვისა და  გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენცია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებზე;

ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია, ქ-ნი მანანა უპასუხებს კითხვებს;
 
ხანგრძლივობა: დაახლოებით 1 საათი, შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისდა მიხედვით; 

ავტორის შესახებ:  ქ-ნი მანანა კობახიძეს გააჩნია  პროფესიული საქმიანობის  მდიდარი და ხანგრძლივი გამოცდილება, მათ შორის  პედაგოგიური და   საადვოკატო; იყო საქართველოს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი,  პირველი ვიცე-სპიკერი,  პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტთაშორის კავშირში (IPU) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს დელეგაციის წევრი; 2017 წლიდან არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. გენდერული თანასწორობის საკითხზე მოხსენებებით წარსდგა გაეროს ქალთა კომიტეტში, ჟენევაში,  ასევე,  გაეროს ქალთა სტატუსის  ყოველწლიურ სესიაზე, ნიუ-იორკში, და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე.

ლექციაზე დასწრებას შეძლებთ ბმულით

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა