საჯარო ლექცია „გენდერული თანასწორობა - მიზანი და გამოწვევები“
21 მაისს, პარასკევს, 16:00 საათზე, გაიმართება საჯარო ონლაინ ლექცია თემაზე: „გენდერული თანასწორობა - მიზანი და გამოწვევები“.21 მაისს, პარასკევს, 16:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ქ-ნი მანანა კობახიძე წაიკითხავს საჯარო ონლაინ ლექციას თემაზე „გენდერული თანასწორობა - მიზანი და გამოწვევები“.
საუბარი იქნება შემდეგ საკითხებზე:
- თანასწორობის ფუნდამენტური უფლება და გენდერული თანასწორობის არსი, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა-ისტორიული ასპექტები, ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები საქართველოში;
- საერთაშორისო სამართლებრივი აქტები ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის სფეროში;
- საქართველოს შიდასამართლებრივი მექანიზმები, საკანონმდებლო/ ინსტიტუციური ჩარჩო ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით;
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენცია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებზე;
ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია, ქ-ნი მანანა უპასუხებს კითხვებს;
ხანგრძლივობა: დაახლოებით 1 საათი, შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისდა მიხედვით;
ავტორის შესახებ: ქ-ნი მანანა კობახიძეს გააჩნია პროფესიული საქმიანობის მდიდარი და ხანგრძლივი გამოცდილება, მათ შორის პედაგოგიური და საადვოკატო; იყო საქართველოს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, პირველი ვიცე-სპიკერი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტთაშორის კავშირში (IPU) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს დელეგაციის წევრი; 2017 წლიდან არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. გენდერული თანასწორობის საკითხზე მოხსენებებით წარსდგა გაეროს ქალთა კომიტეტში, ჟენევაში, ასევე, გაეროს ქალთა სტატუსის ყოველწლიურ სესიაზე, ნიუ-იორკში, და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე.
ლექციაზე დასწრებას შეძლებთ ბმულით
Related news
GCUB-MOB International Scholarship Programme
The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”
On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
