გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

წიგნის "ქართული დიპლომატიის ისტორია" წარდგინება

12 Апреля 2023

21 აპრილს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება წიგნის "ქართული დიპლომატიის ისტორია“ (მთავარი რედაქტორი როინ მეტრეველი, გამომცემლობა "არტანუჯი“) წარდგინება
წიგნის "ქართული დიპლომატიის ისტორია" წარდგინება

ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 2023 წლის 21 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის "ქართული დიპლომატიის ისტორია" (მთავარი რედაქტორი როინ მეტრეველი, გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2022) წარდგინება.

დღის წესრიგი:

  • გახსნა - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული;
  • მისალმება - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი;
  • როგორ იწერებოდა "ქართული დიპლომატიის ისტორია" – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი;
  • ინფორმაცია გამოცემის შესახებ - გამომცემლობა "არტანუჯის" დირექტორი, პროფესორი ბუბა კუდავა;

გამომსვლელები:

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია;
  • შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი;
  • ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ გურული;
  • სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასკირი.

 

 

 
გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა