წიგნის "ქართული დიპლომატიის ისტორია" წარდგინება
12 April 2023
21 აპრილს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება წიგნის "ქართული დიპლომატიის ისტორია“ (მთავარი რედაქტორი როინ მეტრეველი, გამომცემლობა "არტანუჯი“) წარდგინება
ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 2023 წლის 21 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის "ქართული დიპლომატიის ისტორია" (მთავარი რედაქტორი როინ მეტრეველი, გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2022) წარდგინება.
დღის წესრიგი:
გახსნა - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული;
მისალმება - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი;
როგორ იწერებოდა "ქართული დიპლომატიის ისტორია" – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი;
ინფორმაცია გამოცემის შესახებ - გამომცემლობა "არტანუჯის" დირექტორი, პროფესორი ბუბა კუდავა;
გამომსვლელები:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია;
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი;
Registration is now open for the “I Am an Experimenter” school project, inviting students in grades VII-XII to explore physics through hands-on experiments in t...