პროფესიული მასტერკლასი კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებისთვის
2025 წლის 26 მარტს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა პროფესიული მასტერკლასი კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებისთვის
2025 წლის 26 მარტს, 14:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით ჩატარდა პროფესიული მასტერკლასი კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებისთვის.
მასტერკლასს ხელმძღვანელობდა ანა ანდღულაძე – კარიერული კონსულტანტი ტექნოლოგიურ სფეროში, DataArt-ის (წამყვანი საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის ფირმა) Senior Tech Talent Acquisition Manager.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:
- LinkedIn-სა და რეზიუმეს ოპტიმიზაცია კარიერული წინსვლისთვის;
- IT მიმართულებით კარიერული თვითგანვითარების ინსტრუმენტები;
- AI ხელსაწყოების გამოყენება სამუშაოს ძიების პროცესში;
- საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე შერჩევის პროცესი;
- გასაუბრებისა და სახელფასო მოლაპარაკების წარმართვის სტრატეგიები.
მასტერკლასი ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში – სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები, მიეღოთ პრაქტიკული რჩევები და გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზრის მოთხოვნებს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტების კარიერული განვითარებისა და შრომის ბაზარზე წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობას.
