გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

დაიწყო შეხვედრების ციკლი „საუბრები ელჩებთან“

12 Декабря 2019

2019 წლის 12 დეკემბერს, გაიმართა შეხვედრა 1994-2002 წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თედო ჯაფარიძესთან.

2019 წლის 12 დეკემბერს, ქართულ უნივერსიტეტში რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, შეხვედრების ციკლ „საუბრები ელჩებთან“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა 1994-2002 წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თედო ჯაფარიძესთან. შეხვედრას დაესწრნენ ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ბატონმა თედო ჯაფარიძემ ისაუბრა საკუთარი დიპლომატიური კარიერის მნიშვნელოვან და საკვანძო პერიოდებზე, ასევე დღესდღეობით არსებულ საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე.  საჯარო ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის დასრულებისას, ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა და უნივერსიტეტის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა