დაიწყო შეხვედრების ციკლი „საუბრები ელჩებთან“
2019 წლის 12 დეკემბერს, გაიმართა შეხვედრა 1994-2002 წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თედო ჯაფარიძესთან.
2019 წლის 12 დეკემბერს, ქართულ უნივერსიტეტში რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, შეხვედრების ციკლ „საუბრები ელჩებთან“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა 1994-2002 წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თედო ჯაფარიძესთან. შეხვედრას დაესწრნენ ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ბატონმა თედო ჯაფარიძემ ისაუბრა საკუთარი დიპლომატიური კარიერის მნიშვნელოვან და საკვანძო პერიოდებზე, ასევე დღესდღეობით არსებულ საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე. საჯარო ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის დასრულებისას, ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა და უნივერსიტეტის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
Related news
Dachi Mkheidze Studies at Brno University of Technology through Student Mobility
Dachi Mkheidze, a bachelor’s student in Computer Science at St. Andrew’s Georgian University, is spending the fall semester of the 2026-2027 academic year at Br...
18 November 2026
St. Andrew’s Georgian University Team Takes Second Place in Street Football Tournament
The team of St. Andrew’s Georgian University took second place in the street football tournament held as part of Georgian Universiade 2026.
17 November 2026
Prof. Irakli Brachuli Awarded the TSU Gold Medal
At an international scientific conference dedicated to World Philosophy Day, Professor Irakli Brachuli, Rector of St. Andrew’s Georgian University, was awarded...
13 November 2026
