2019 წლის თებერვლიდან, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრმა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით დაიწყო ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“ განხორციელება (FR-18-14869, ხელმძღვანელი - პროფ. ტარიელ ფუტკარაძე, კოორდინატორი - მიხეილ ლაბაძე, მონაწილენი: სოფიო კეკუა, კესო გეჯუა, მაკა სალია-ბეშიროღლუ, ფევზი ჩელები).
პროექტის მთავარი მიზანია თურქეთში მცხოვრებ ქართველურენოვან მუჰაჯირთა მეტყველებაში ქართველურ-თურქული სამეტყველო კოდების შერევის კანონზომიერებათა დადგენა, ასევე - ზოგადად მეტყველების ნიმუშების ჩაწერა, შესწავლა და შეპირისპირებითი ანალიზი.
საანალიზო მასალა ჩაიწერება თურქეთის იმ მხარეებში, სადაც დღემდე ცხოვრობენ 1878-1883 და 1914-1917 წლებში აჭარიდან, ტაოდან, ლივანადან, შავშეთ-იმერხევიდან, მაჭახელადან, ლაზეთიდან გადასახლებულ მუჰაჯირთა ქართველურენოვანი შთამომავლები.
პროექტი გათვლილია სამ წელიწადზე და, პირველ რიგში, გულისხმობს თურქეთის სამ
რეგიონში (ფაცა-ორდუ-სინოპი, დუზჯე-საქარია, ბურსა-ინეგოლი - სადაც დღეს უფრო
კომპაქტურად სახლობენ ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავლები) დიალექტოლოგიურ-ფოლკლორული მასალის ჩაწერასა და ენათმეცნიერულ ანალიზს;
შესაბამისად, ერთი წელი ეთმობა ერთ რეგიონს.
თურქეთის ქართველთა მეტყველებაში დასტურდება ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის ორგვარი სახეობა:
- ქართველური დომინირებით, როცა ძირითადია ქართველური მეტყველება და ერთვება თურქული ლექსიკური ერთეულები ან ფრაზები;
- თურქული დომინირებით, როცა შესაბამისად, ძირითადია თურქული მეტყველება და ერთვება ქართველური ლექსიკური ერთეულები ანდა ფრაზები.
სამეტყველო კოდთა შერევა ქართველური დომინირებით უფრო 50 წელზე მეტი ხნის
პირებისთვისაა დამახასიათებელი, ხოლო უმცროსი თაობის მეტყველებაში კი დასტურდება სამეტყველო კოდთა შერევა თურქული დომინირებით.
ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევა თურქულენოვანთა მიერ მუდამ აღიქმება „ქართულ აქცენტად“, რამდენადაც, დომინირების მიუხედავად, ამ დროს მაინც აშკარად აგრძნობია ქართული ორთოეპიულ-ინტონაციური ნორმების დიდი გავლენა. იმ ქართველებს, რომლებმაც მშობლიური ენა არ იციან (ანდა სუსტად იციან), მაგრამ ქართულენოვანი მშობლები ჰყავთ, ყოველგვარ სიტუაციაში ახასიათებთ ეს „ქართული აქცენტი“. ამის გამო, სამწიგნობრო ქართულსაც უფრო იოლად სწავლობენ.
პროექტის ფარგლებში ფიქსირებული იქნება აგრეთვე, დიალექტური მეტყველების
თავისებურებანი, ეთნოგრაფიული ხასიათის ტექსტები და ზოგადად, ზეპირსიტყვიერებითი მასალა; კერძოდ: ლექსები,ლეგენდები, ზღაპრები, ანდაზები, გამოცანები, წყევლები, დალოცვები, შელოცვები... ჩაწერილი მასალა მეცნიერულად გაანალიზდება და მიღებული მონაცემები შეუპირისპირდება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში/თურქეთში (აჭარაში, მაჭახელაში, ლაზეთში, ლივანაში, იმერხევში, ტაოში) მცხოვრებ ქართველთა დიალექტების და სამწიგნობრო ენის მონაცემებს.
კვლევის პროცესში მოპოვებული მასალა შეუპირისპირდება ყველა იმ კუთხის მასალას, საიდანაც მუჰაჯირები არიან წამოსულები. ასევე, ერთმანეთს შევუპირისპირებთ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების უფროსი, საშუალო და უმცროსი თაობის მეტყველებებს, რითაც გაირკვევა, თუ რა შეინარჩუნეს, ან რა უფრო მეტად დაკარგეს მათ, როგორია ზოგადად, მათი მეტყველების განვითარების ზოგადი კანონზომიერებები, რა თავისებურებები იჩენს თავს სხვადასხვა თაობაში ქართველური და თურქული სამეტყველო კოდების შერევის თვალსაზრისით და ა.შ.
მოპოვებული და დამუშავებული მასალა შევა სამეცნიერო მიმოქცევაში:
გამოკვლევები გამოქვეყნდება როგორც შემაჯამებელი მონოგრაფიის, ისე სტატიათა სახით (საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში).
პროექტის პირველ ეტაპზე - 2019 წლის 8-19 ივლისს, ქართველოლოგიის ცენტრის ექსპედიციამ იმუშავა თურქეთის შავიზღვისპირეთის შემდეგ მხარეებსა და სოფლებში:
რიზეს ილის ფაზარის (ათინას) ილჩე: ჰამიდიე//ესქი თრაბუზანი (Hamidiye);
გირესუნის ილის მერქეზ-ილჩე: ამბარალანი (Anbaralan);
გირესუნის ილის ბულანჯაქის ილჩე: კიშლა ქჲოჲ (Kışla köyü), თექმეზერი (Tekmezer), ქუჩუქდერე (Küçükdere), თეფევრანი (Tepeviran köyü), თეფე ქჲოჲ (Tepe köyü), ყაჲადიბი (Kayadıbı), ჲენი ქჲოჲ (Yeni köyü), შემშეთინი (Şemşetin), ერექლუღი (Eriklik), ქუშლუანი (Kuşluvan), ჰაჯი ჲეთიმი (Hacı Yetim köyü), დამუდერე (Damudere);
ორდუს ილის ფაცას ილჩე: საზჯჲები (Sazcılar köyü), ილივერი (İliver köyü), ჲუსუფლი (Yusuflu köyü), ყაბახდაღი//სამება (Kabakdağı köyü), თახთაბაში (Tahtabaş köyü), ბაჯანაღი (Bacanak köyü), დორაჲრი (Duayeri köyü), ჩერქეზდაღი (Yenikent), აჲაზმა (Ayazlı köyü), ხოილი (Hoylu köyü) ზავო (Kanakbaşı köyü), ჯაბურანი (Cabran köyü), ყარათაში (Karataş köyü), ჩიბუხლი (Çubuklu köyü), ჯეჯილო (Cecilo köyü), დუგუნლუღი (Düğünlük köyü), ბოზდაღი (Bozdağı köyü), ხატიბდაღი (Hatipdağı köyü), გჲუვეზი (Güvez köyü).
ორდუს ილის უნიეს ილჩე: მიტრაპოლი (Güzelyalı köyü), ექინჯუღი (Ekincik köyü), ჩაჲბაში (Çaybaşı köyü), თექირაზი (Tekkiraz), ახქუში (Akkuş köyü), ჲუჯელერი (Yüceler köyü), სარიჯალი (Sarıcallı);
სამსუნის ილის ჩარშამბას ილჩე: მუსლიბეჲ (Muslubey), ყარადერე (Karadere köyü), ქვედაჲ ქესთანეფუნღარი და ზედაჲ ქესთანეფუნღარი (ორივე ერთ სოფლად ითვლება, Kestanepınarı köyü), აჲაზმა (Ayazma köyü), მუმულუ (Mumlu), ყარამუსტაფა (Karamustafalı köyü), ჩათაღი (Çatak), ახბაბა (Ahubaba köyü), ახგჲუნეჲ (Akgüney köyü), დერეჩათი (Dereçatı köyü), ყავღალი (Kavgalı köyü);
სინოპის ილის მერქეზ-ილჩე: ლალა (Lala köyü), მენექსე (Menekse köyü), ალიოღლი (Alioğlu köyü); ყორუჯუღი (Korucuk köyü), ორდუ (Ordu köyü), ჩობანლარი (Çobanlar köyü), ქაბალი (Kabalı köyü), გჲოლლუ (Göllü köyü), ერიქლი (Erikli), ყარაფუნღარი (Karapınarı köyü), აჰმეთჲერი (Ahmetyeri köyü), ავლიანი (Avlıyanı köyü), თანრიალი (Tanrıyalı köyü);
სინოპის ილის ერფელეღის ილჩე: ერფელეღი (Erfelek köyü), ჰამიდიე (Hamidiye), ეჲსელი (Veysel köyü), დეირმენჯი (Değermenci köyü), აბდურამანფაშა (Abdürrahmanpaşa köyü), ასანდერე (Hasandere köyü), , სახარამბაში (Sakaranbaşı köyü), ყილიჯლი (Kılıçlı köyü), თოსუმბეჲ (Tosunbey), ბაშარანი (Başaran), თექე (Tekke), ჲენიჩამი (Yeniçam köyü);
სინოპის ილის გერზეს ილჩე: აყყირაჯი (Akkıraç köyü), ჲუვალი (Yuvalı), ხიზარჩაჲ (Hızarçay köyü);
სინოპის ილის აიანჯიქის ილჩე: ბუჲუქდუზი (Büyükdüzü köyü), ომერდუზი (Ömerdüzü köyü);
სინოპის ილის თურქელის ილჩე: საზქიშლა (Sazkışla köyü), აჯიქჲ (Hacı köyü);
ამასიის ილის მერქეზ-ილჩე: აქიაზი (Akıyazı), ბელდაღი (Beldağı köyü), ჩათალჩამი (Çatalçam köyü), ჲუა (Yuva köyü);
ამასიის ილის თაშოვას ილჩე: თენექე (Altınlı), ჩერმუღი (Ilıcapınarı köyü), ტათლიფუნღარი (Darmaderesi);
გირესუნელ ქართველთა მეტყველების ნიმუში
მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლების ნაწილი კომპაქტურად სახლობს გირესუნის ილის გირესუნის ილჩეს სოფელ ამბარალანსა (Anbaralan) და ბულანჯაქის ილჩეს სოფლებში: კიშლა ქჲოჲ (Kışla köyü), თექმეზერი (Tekmezer), ქუჩუქდერე (Küçükdere), თეფევრანი (Tepeviran köyü), თეფე ქჲოჲ (Tepe köyü), ყაჲადიბი (Kayadıbı), ჲენი ქჲოჲ (Yeni köyü), შემშეთინი (Şemşetin), ერექლუღი (Eriklik), ქუშლუანი (Kuşluvan), ჰაჯი ჲეთიმი (Hacı Yetim köyü), დამუდერე (Damudere). ეს სოფლები მდებარეობს ზღვის სანაპიროდან 20-30 კმ.-ის მოშორებით, მთებში. ზოგან, ქართველებთან ერთად სხვებიც (თურქები, გათურქებული ბერძნები და ა.შ.) ცხოვრობენ. მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლები არიან ასევე ქალაქებშიც - გირესუნსა და ბულანჯაქში.
ჩარშამბელ ქართველთა მეტყველების ნიმუში
სამსუნის ილის ჩარშამბას ილჩეში ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები სახლობენ ქ. ჩარშამბასა და შემდეგ სოფლებში: მუსლიბეჲ (Muslubey), ყარადერე (Karadere köyü), ქვედაჲ ქესთანეფუნღარი და ზედაჲ ქესთანეფუნღარი (ორივე ერთ სოფლად ითვლება, Kestanepınarı köyü), აჲაზმა (Ayazma köyü), მუმულუ (Mumlu), ყარამუსტაფა (Karamustafalı köyü), ჩათაღი (Çatak), ახბაბა (Ahubaba köyü), ახგჲუნეჲ (Akgüney köyü), დერეჩათი (Dereçatı köyü), ყავღალი (Kavgalı köyü);
სინოპელ ქართველთა მეტყველების ნიმუში
მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლების ნაწილი კომპაქტურად სახლობს: სინოპის ილის მერქეზ-ილჩეს სოფლებში: ლალა (Lala köyü), მენექსე (Menekse köyü), ალიოღლი (Alioğlu köyü); ყორუჯუღი (Korucuk köyü), ორდუ (Ordu köyü), ჩობანლარი (Çobanlar köyü), ქაბალი (Kabalı köyü), გჲულლჲუ (Göllü köyü), ერიქლი (Erikli), ყარაფუნღარი (Karapınarı köyü), აჰმეთჲერი (Ahmetyeri köyü), ავლიანი (Avlıyanı köyü), თანრიალი (Tanrıyalı köyü). სინოპის ილის ერფელექის ილჩეს სოფლებში: ერფელეღი (Erfelek köyü), ჰამიდიე (Hamidiye), ეჲსელი (Veysel köyü), დეღირმენჯილი (Değermenci köyü), აბდურახმანფაშა (Abdürrahmanpaşa köyü), ასანდერე (Hasandere köyü), სახარამბაში (Sakaranbaşı köyü), ყილიჯლი (Kılıçlı köyü), თოსუმბეჲ (Tosunbey), ბაშარანი (Başaran), თექე (Tekke), ჲენიჩამი (Yeniçam köyü); სინოპის ილის გერზეს ილჩეს სოფლებში: აყყირაჯი (Akkıraç köyü), ჲუვალი (Yuvalı), ხიზარჩაჲ (Hızarçay köyü); სინოპის ილის აიანჯიქის ილჩეს სოფლებში: ბუჲუქდუზი (Büyükdüzü köyü), ომერდუზი (Ömerdüzü); სინოპის ილის თურქელის ილჩეს სოფლებში: საზქიშლა (Sazkışla köyü), აჯიქჲოჲ (Köseretaş mahallesi, Hacı köyü). ამათგან, ზოგი სოფელი მდებარეობს ზღვის სანაპიროზე, ზოგიც - სანაპიროდან 20-30 კმ.-ის მოშორებით, მთებში. ბევრგან, ქართველებთან ერთად სხვებიც (თურქები, ჩერქეზები, აბაზები და ა.შ.) ცხოვრობენ. მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლები არიან ასევე უშუალოდ ქალაქ სინოპში.
ექსპედიციის მიერ ჩაწერილი მეტყველების ნიმუშების ტექსტური ვერსიები