მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები ტრადიციულად პასუხობენ ხუთ შეკითხვას.
2017 წლის იანვარში სამსემესტრიანი კურსი დაამთავრეს და შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ მეცხრე გამოშვების მსმენელებს:
ლუკაშვილი ნატალია:
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
აღნიშნულ კურსებზე ჩავაბარე პროფესიული განვითარების მიზნით. მსურდა დავუფლებოდი იმ უნარებს, რომელსაც ადეკვატური თარგმანი მოითხოვს.
როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლება იყო მაღალ დონეზე ორგნიზებული.
რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
მასწავლებლები გამოირჩევიან კვალიფიციური და არაჩვეულებრივი პიროვნული თვისებებით.
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა, ვინაიდან მსურდა მიმეღო პრაქტიკული ცოდნა ამ სფეროში, რაც ნამდვილად საკმარისი დოზით იყო მოცემული.
თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
კურსებს ვუსურვებ წარმატებებს, ბევრი ახალი სტუდენტის მიღებას და კიდევ უფრო დახვეწილ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ ლექციებს.
წიტაიშვილი იაგო:
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესკურსებზე ჩაბარება?
მთავარი მიზეზი პროფესიული განვითარებაში ხელშეწყობა. ჩემს კარიერაში არაერთხელ მქონია შემთხვევა ამა თუ იმ ფორმის თარგმნის გაკეთებისა, შესაბამისად ჩემი სურვილი იყო ჩემს მიერ შესასრულებელი სამუშაოს ხარისხი გამეზარდა, რის გამოც გადავწყვიტე ჩაბარება. ამასთანავე სურვილი მაქვს როგორც თარჯიმანმა მომავალში გავაგრძელო საქმიანობა, რაშიც კურსის პერიოდში მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება.
როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სასწავლო პროცესი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, აღსანიშნავია რომ გარდა ძირითადი ენებისა იყო დამატებითი ენის კურსიც, რაც ძალიან დამეხმარა ჩემი საერთო გამოცდილების განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტს გააჩნია შესაბამისი გარემო და მასალები რაც აუცილებელია ხარისხიანი სწავლისთვის, განსაკუთრებით კი სინქრონული თარგმნისთვის.
რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
მასწავლებლებთან მიმართებაში მხოლოდ დადებითი განწყობები მაქვს. უნდა აღინიშნოს რომ თითოეული მათგანი თავისი დარგის პროფესიონალია, ხაზგასასმელია რომ სასწავლო მასალის ახსნა ნათლად და გასაგებად ხდებოდა.
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდითჩვენს კურსებზე ჩაბარების ს ხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინი კურსებთან მიმართებაში უმეტესწილად გამართლდა, ჩემი აზრით მათ ვინც მაღალ დონეზე ფლობს უცხო ენას და სურვილი აქვს თარჯიმანი პროცესიას დაეუფლოს ან საკუთარი სამსახურიდან გამომდინარე ხშირად უწევს ამა თუ იმ სახის თარგმანის გაკეთება, აუცილებლად მიიღონ შესაბამისი განათლება რასაც აღნიშნული ცენტრი იძლევა.
თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
ჩემი აზრით იმისათვის რომ კურსები უფრო გაუმჯობესდეს აუცილებელია პრაქტიკული ელემენტების გაზრდა, მაგალითად როგორიცაა იმიტირებული პროცესის ორგანიზება, თარგმანის პროცესზე დასწრება და ა.შ.
აშაძე მანანა:
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
ყოველთვის მინდოდა ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლება და მაინტერესებდა თარგმანი, განსაკუთრებით სინქრონული თარგმანი. სულ ვეძებდი შესაბამის კურსებს. დიდი ხნის ძებნის შემდეგ გამიმართლა და აღმოვაჩინე მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი კურსები.
როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლის პროცესი ძალიან დინამიური და შრომატევადი იყო. დატვირთული საინტერესო სტატიებით თანამედროვე პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
მასწავლებლები ამ კურსის განძია. ნამდვილი პროფესიონალები, თავის საქმის მოყვარულები, უშუალო და თბილი ადამიანები არიან, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა მოგცენ.
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა და ძალიან კმაყოფილი ვარ რომ აღმოვაჩინე ეს კურსები. ყველას ვისაც სურს გაიღრმავოს ენის ცოდნის დონე ან დაეუფლოს თარგმნის ტექნიკას, ვურჩევ ჩააბარონ ამ კურსებზე.
თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
კურსებს კი ვუსურვებ მრავალი წარმატებული პროფესიონალის გამოშვებას.