მენიუ

მთარგმენლ-თარჯიმანთა ცენტრის კურსდამთავრებულები (2019)

2019 წლის იანვარში კურსი დაამთავრეს და შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ მეთერთმეტე გამოშვების მსმენელებს:

ქვრივიშვილი მარი:

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
ამ პროფესიაში შედარებით ახლბედა ვარ, შესაბამისად, სკოლაში ჩაბარება ემსახურებოდა ჩემს მიზანს შემსწავლა თარგმნის ტექნიკა, გავმხდარიყავი უფრო თავდაჯერებული და შემეძინა მეტი გამოცდილება ამ დარგის პროფესიონალებთან ურთიერთობის გზით.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლება მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული; აღსანიშნავია მეგობრული გარემო და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
მასწავლებლები გამოირჩევიან მდიდარი გამოცდილებით. ძალიან ბევრი პრაქტიკული ნიუანსი და უნარ-ჩვევა შევიძინე.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენ სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინები ნამდვილად გამართლდა, თუმცა კარგი იქნებოდა მომავალში დაგემატებიმათ სინქრონული თარგმანისათვის განკუთვნილი საათები.

თქვენი სურვილები სკოლის მიმართ.
გისურვებთ ბევრ წარმატებულ სტუდენტს. გეამაყოთ თქვენი კურსდამთავრებულებით!

კაჯილაშვილი მარიამი:

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
ძალიან დიდი ხანია სურვილი მქონდა, რომ დავუფლებოდი თარჯიმნის პროფესიას. წლების მანძილზე ვეძებდი უმაღლეს კურსებს და შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ასეთი სკოლა არსებობს საქართველოში, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლება ძალზე მრავალფერვანი და საინტერესო იყო - მდიდარი აუდიო და ვიდეო მასალებითა და თარგმანზე ორიენტირებული პრაქტიკული უნარებისა თუ მეთოდური მასალის ათვისებით. სწავლების თემატიკა მოიცავდა დღევანდელ რეალობაში არსებულ ყველა აქტუალურ საკითხს, დაწყებული ეკონომიკისა და იურისპრუდენციის სფეროდან, სამედიცინო სფეროთი დამთავრებული.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბ. ოთარ მათეშვილის სტუდენტი მქვია. ის თავისი პროფესიის უბადლო დიდოსტატი და უპირველესად გამორჩეული ბუნების ადამიანია. არასოდეს დამავიწყდება ქალბატონ მაია გვიტიძის ლექციები. ქალბატონი მაია არის პროფესონალი მთარგმნელი - ადამიანი, რომელიც ბოლომდე იხარჯება თავის სტუდენტებთან, აქვს უზარმაზარი ენერგია და საოცრად თბილი და თავმდაბალი ადამიანია. ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ქალბატონ ეკა ხუნდაძეზე. წარმოუდგენელია, რომ სტუდენტი ვერ დაეფლოს სინქრონული თარგმანის უნარჩვევებს, იქ სადაც ისეთი პროფესიონალი და წარმატებული ადამიანია, როგორიცაა ქალბატონი ეკა ხუნდაძე.მან ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია მომცა და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი პროფესიული და პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში. ქალბატონი ტატიანა ჭეიშვილი უკვე ჩემი მეგობარია. იგი რუსული ენის უძლიერესი სპეციალისტია.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენ სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
ყველას, ვისაც სურს, რომ თარჯიმნის პროფესიას დაეუფლოს, აუცილებლად უნდა ჩააბაროს ქართული უნივერსიტეტის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში. უმჯობესი იქნება რაც შეიძლება უკეთ მომზადებულმა მსმენელებმა ჩააბარონ, რათა უფრო მეტი დრო დაუთმონ თარგმანის პრაქტიკული ასპექტებისა და მეთოდების დახვეწას.

თქვენი სურვილები სკოლის მიმართ.
გისურვებთ მუდამ ასეთი წარმატებულები იყოთ.

აფთარაშვილი ქეთევანი:

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
ჩემი მიზანი კურსებზე ჩაბარებისას, გამომდინარე საქმიანობიდან, იყო ინგლისურად მეტყველების გაუმჯობესება და წერითი უნარის დახვეწა. მინდა აღვნიშნო, რომ კურსის გავლის შემდეგ, ჩემ შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლების პროცესში აქცენტი კეთდებოდა იმ ტექნიკური უნარების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ათვისებაზე, რაც განვითრებული უნდა ჰქონდეს მთარგმნელ/თარჯიმანს.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
მე შევხვდი პროფესიონალ მთრგმნელ/თარჯიმნებს ამ კურსებზე. დასაფასებელია მათი გულსხმიერება და მაქსიმალური ძალისხმევა, რათა კურსი ყოფილიყო ეფექტური სტუდენტებისთვის.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენ სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინი კურსების მიმართ გამართლდა. კურსებზე ჩაბარების მსურველებს ვურჩევდი უფრო მეტ მუშაობას საკუთარ თავთან.

თქვენი სურვილები სკოლის მიმართ.
მინდა ვუსურვო კურსებს წარმატებები, ცნობადობა და მომავალში ბევრი კარგი სტუდენტი.

თვაური ეკა: 

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
წლების განმავლობაში ვოცნებობდი ვყოფილიყავი სინქრონისტი და საშუალება მქონოდა საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის. აღნიშნული სფერო ნამდვილად დიდ შესაძლებლობებს იძლევა როგორც პროფესიული განვითარების, ასევე ზოგადი განათლების მიღების თვალსაზრისით.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
კვირაში ხუთი დღე გვიტარდებოდა ლექციები წერილობით, თანმიმდევრულ და სინქრონულ თარგმანებში.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
თითოეული მასწავლებელი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და თავისი საქმის უზადო სიყვარულით, რაც ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის უდიდესი მოტივაცია იყო და არის.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
კურსებმა ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინები, თუმცა ვისურვებდი უფრო მეტად პრაქტიკას (განსაკუთრებით სინქრონულ თარგმანში).

თქვენი სურვილები სკოლის მიმართ.
გისურვებთ ბევრ საინტერესო და ნიჭიერ სტუდენტს და იმ შემართების შენარჩუნებას, რითაც ატარებდით თითოეულ ლექციას.
PS მუდამ ასეთი მეგობრულები ყოფილიყავით სტუდენტების მიმართ. მიყვარხართ

ხაჟომია მარიამი: 

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
ყოველთვის მაინტერესებდა სინქრონული თარგმნის პროცესი, შესაბამისად გამიჩნდა სურვილი დავუფლებოდი ამ სფეროს.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლის პროცესი იყო საკმაოდ ორგანიზებული, წერილობითი,თანმიმდევრული და სინქრონული თარგმნის საგნები იძლეოდა კომბინირებული ცოდნის მიღების საშუალებას.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
მასწავლებელთა პროფესიონალიზმი ყველაზე დიდი უპირატესობა არის აღნიშნული კურსების.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები ცდილობენ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთონ მომავალი თარჯიმნებისთვის, სკოლაში ჩაბარების მსურველებს ვურჩევდი ისეთ დროს ჩააბარონ ამ კურსებზე, როდესაც მათ საკმაოდ ექნებათ თავისუფალი დრო, რადგან ძალიან დიდი ძალისხმევა, საკუთარ თავზე მუშაობა არის საჭირო, რომ მიაღწიონ სასურველ მიზანს.

თქვენი სურვილები სკოლის მიმართ.
მე ვისურვებდი სინქრონული თარგმნის კურსებზე მეტი საათები ეთმობოდეს სინქრონულ თარგმანს.
წარმატებას ვუსურვებ სკოლას, მოხარული ვარ, რომ ისინ ზრუნავენ ამ დარგის განვითარებაზე საქართველოში, რაშიც უდავოდ პირველნი არიან. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის!

კურტანიძე ნინო: 

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
თარგმანი ჩემი ინტერესის სფეროა და მსურდა გამეღრმავებინა ცოდნა.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
გამოვარჩევდი რამდენიმეს: ქ-ნ მაია გვიტიძე, მარინა ხუროშვილი, ეკა ხუნდაძე. ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
ნაწილობრივ გაამართლა.

თქვენი სურვილები სკოლის მიმართ.
ახლებური მეთოდების დანერგვა.
 

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა