საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (NKU) პარტნიორობით წარმოგიდგენთ ერთობლივ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას - კიბერუსაფრთხოება.
Northern Kentucky University-ს კიბერუსაფრთხოების სკოლა აღიარებულია საუკეთესოდ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ.
კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი - ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი. ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს შეეძლება დაეუფლოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას და, ქვეყნიდან გაუსვლელად, დასაქმდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში.
სწავლის პერიოდში სტუდენტები ორი კვირით გაემგზავრებიან ამერიკაში, მოისმენენ ლექციებს, გაივლიან პრაქტიკას და იცხოვრებენ NKU-ს კამპუსთან. ამერიკელი პროფესორები წელიწადში ორჯერ ეწვევიან სანგუს და ჩაატარებენ ინტენსიურ ლექცია-სემინარებს.
მიიღე საუკეთესო ამერიკული განათლება საქართველოში - კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისგან!
კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამის:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (SANGU): მეცნიერების მაგისტრი კიბერუსაფრთხოებაში / Master of Science in Cybersecurity (კოდი: 0613.1.4)
- ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი (NKU): კიბერუსაფრთხოების მაგისტრი / Master of Science in Cybersecurity
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლების ფორმატი: ჰიბრიდული
სწავლის წლიური საფასური: სრული დაფინანსება
პროგრამის სტრუქტურა და ხანგრძლივობა:
პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი. ორმაგი მაგისტრის ხარისხის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 120 ECTS კრედიტი. პროგრამა მოიცავს სავალდებულო სასწავლო კურსებს (72 კრედიტი), არჩევით კურსებს (18 კრედიტი) და კვლევით პროექტს (30 კრედიტი).
ჩარიცხვის წინაპირობები:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ნებისმიერ სპეციალობაში)
- გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება
- სანგუსა და NKU-ს მიერ ერთობლივად ორგანიზებული გასაუბრება
კანდიდატს უნდა ჰქონდეს IT სფეროში სამუშაო გამოცდილება.
საჭირო დოკუმენტაცია რეგისტრაციისთვის:
დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტრონულად.
- დიპლომისა და დანართის ასლი ქართულ და ინგლისურ ენებზე
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა (TOEFL ან IELTS)
- უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- ორი სარეკომენდაციო წერილი
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
- პირადობის მოწმობა ან პასპორტის ასლი
- კონკურსანტის CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
დამატებითი ინფორმაციისთვის: (+995) 599 575 557 | cybersecurity@sangu.edu.ge
