წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სტიპენდია — 150 ლარი (გადასახადების გათვალისწინებით);
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სახელობის სტიპენდია — 125 ლარი (გადასახადების გათვალისწინებით).
სტიპენდიის მინიჭების წესი
წმ. ანდრია პირველწოდებულის სტიპენდიას მიიღებს სტუდენტი, რომელსაც აქვს უნივერსიტეტში უმაღლესი აკადემიური მოსწრება. ილია II-ის სახელობის სტიპენდიას მიიღებს მეორე ადგილზე მყოფი სტუდენტი რეიტინგში.
ერთნაირი ქულის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სტუდენტს, რომელიც გამოირჩეოდა საზოგადოებრივი აქტიურობით.
სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი სტიპენდიით — იმით, რომელიც ფინანსურად უფრო მაღალია.
სტიპენდიის გაცემა
სტიპენდია ენიჭება ყოველი სემესტრის დასაწყისში.
სტიპენდია გაიცემა მომდევნო სემესტრის განმავლობაში — გაზაფხულის სემესტრში მარტიდან სექტემბრამდე, შემოდგომის სემესტრში — სექტემბრიდან მარტამდე.
სტიპენდია ჩარიცხება ყოველთვიურად სტუდენტის საბანკო ანგარიშზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რექტორის ბრძანებით შეჩერდება ან შეწყდება მისი გაცემის პროცესი.
სტიპენდიის შეჩერება და შეწყვეტა
სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტიპენდია ავტომატურად შეჩერდება და აღდგება იმავე სემესტრში, სტატუსის აღდგენისთანავე.
ფინანსური სირთულეების ან ფორსმაჟორის შემთხვევაში, რექტორი უფლებამოსილია შეაჩეროს სტიპენდიის გაცემა წინასწარი წერილობითი შეტყობინებით.
სტიპენდია შესაძლოა შეწყდეს შემდეგი მიზეზების გამო:
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა
ლექციების/სემინარების სისტემატური გაცდენა
უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის დარღვევა
პირადი განცხადება
უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვა
შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე სკოლის საბჭო მიმართავს რექტორს შესაბამისი წარდგინებით. გაცემის შეწყვეტა ძალაში შევა მომდევნო თვიდან.