მენიუ

სტუდენტური გზამკვლევი

სტუდენტური გზამკვლევი

აკადემიური კალენდარი:


აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია:

სასწავლო პროცესში მონაწილეობისათვის სტუდენტი ვალდებულია ყოველ სემესტრში გაიაროს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია. აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სასურველი კურსების არჩევას UMS სისტემაში. სტუდენტს ეს შესაძლებლობა ეძლევა ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

რეგისტრაცია ხდება აკადემიური კალენდრისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად. სტუდენტს აქვს უფლება რეგისტრაციის პერიოდში შეცვალოს კურსი.


დამატებით სემესტრში/საგანში დარეგისტრირება:

სტუდენტს შეუძლია დარეგისტრირდეს დამატებით სემესტრში გეგმიური ვადის ამოწურვის შემდეგ ან დამატებით საგანში (როგორც განმეორებით, ისე ახალი კურსის დამატების მიზნით).

ორივე შემთხვევაში საჭიროა განაცხადის წარდგენა UMS სისტემის საშუალებით.


მობილობა/შიდა მობილობა:

მობილობა: სხვა ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის უფლება აქვს სტუდენტს ერთწლიანი სწავლის შემდეგ. რეგისტრაცია ხდება პორტალზე students.emis.ge. მიღების შემთხვევაში, სტუდენტი წერილობით მიმართავს ახალ უნივერსიტეტს და წარუდგენს პირადი საქმის ასლებს.

შიდა მობილობა: უნივერსიტეტის ფარგლებში პროგრამის შეცვლის უფლება აქვს სტუდენტს პირველი სემესტრიდან. განაცხადი იგზავნება UMS სისტემიდან.


სტუდენტთა უფლებები და მოვალეობები:

სტუდენტს აქვს უფლება მიიღოს ხარისხიანი განათლება, ითანამშრომლოს აკადემიურ პერსონალთან, მიიღოს სტიპენდია, სტაჟირება, დახმარება და გამოიყენოს უნივერსიტეტის რესურსები თანაბარ პირობებში.

სტუდენტს შეუძლია ჩაერთოს კვლევებში, სტუდენტურ თვითმმართველობასა და ორგანიზაციებში, თავისუფლად გამოხატოს აზრი და შეიტანოს საჩივარი საჭიროების შემთხვევაში.


სტატუსის აღდგენა/შეჩერება/შეწყვეტა:

აღდგენა: სტატუსის აღდგენა შესაძლებელია ფინალურ გამოცდებამდე, თუ სტუდენტს სემესტრში ჰქონდა აკადემიური რეგისტრაცია. განაცხადი იგზავნება UMS სისტემიდან.

შეჩერება: შესაძლებელი ხდება ფინანსური დავალიანების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მიგრაციის, ორსულობის ან პირადი განცხადების საფუძველზე.

შეწყვეტა: ხდება სტატუსის ხანგრძლივი შეჩერების, დოკუმენტის გაყალბების, ეთიკის კოდექსის დარღვევის, სხვა უნივერსიტეტში გადასვლის ან პროგრამის დასრულების შემთხვევაში.


მიმაგრებული დოკუმენტი:

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა